საწყისი გვერდი

 

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა

 

 

ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

იუნესკოს მიერ აღიარებული კულტურული სივრცეების ქსელი
No. 2020-1-LV01-KA204- 077559

დამფინანსებელი: ერაზმუს+ პროგრამა
განხორციელების პერიოდი: 01.11.2020. – 31.10.2022
პარტნიორები:
Ethnic Culture Centre Suiti Foundation (ლატვია) - პროექტის წამყვანი პარტნიორი
Kihnu Cultural Space Foundation და  NGO Setomaa Tourism (ესტონეთ);
ICTM National Committee of Macedonia (ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა);
-Georgian Arts and Culture Center (საქართველო);
UNIVERSITA DEGLI STUDI DI CAGLIARI (იტალია);
Gacko pucko otvoreno uciliste Otocac (ხორვატია);
Munícipio de Idanha-a-Nova (პორტუგალია).

პროექტის წინაპირობა
___________________________

ევროპა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია თავისი მრავალფეროვანი კულტურული ღირებულებებით. მათ შორის უმნიშვნელოვანესია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) სფერო, რაც გულისხმობს ევროპელი მოსახლეობის ცოდნას, პრაქტიკასა და ტრადიციებს. აკმ-ს მნიშვნელობა იუნესკომ ოფიციალურად    2003 წელს აღიარა და შექმნა კონვენცია აკმ-ს დაცვის შესახებ, რომელიც 2006 წელს შევიდა ძალაში. აკმ-ს დაცვის კონვენცია ხელს უწყობს რეგიონების მდგრადი განვითარების სხვადასხვა ასპექტს. კულტურული მემკვიდრეობა, შემოქმედებითი ინდუსტრიები, მდგრადი კულტურული ტურიზმი და კულტურული ინფრასტრუქტურა ეხმარება სამუშაო პირობების შექმნასა და შესაძლებლობების განვითარებას. ასევე, აკმ-ს დაცვა პირდაპირ ხელს უწყობს თემებს და ეხმარება როგორც იდენტობის შენარჩუნებას, ასევე კულტურული მრავალფეროვნების, შესაძლებლობების განვითარებასა და შემოქმედებითი  საწარმოების გაძლიერებას.

იუნესკოს მიერ აღიარებული სხვადასხვა კულტურული ფასეულობების წარმომადგენელი  რვა ორგანიზაცია ამ პროექტში ფარგლებში თანამშრომლობს, რათა ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყონ საკუთარი გამოცდილების გაზიარება და განსაზღვრონ მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება, ინფორმაციის მიწოდების  მეთოდები და საშუალებები. პარტნიორთა უმეტესობას უკვე აქვთ თანამშრომლობის გამოცდილება, მათ შორისა ერასმუს + პროგრამის სტრატეგიული პარტნიორობის პროექტის ფარგლებში.

პროექტის შესახებ
___________________________

პროექტის პარტნიორებს მიუხედავად სხვადასხვა პროფილისა, აქვთ საერთო მიზნები. აკმ ელემენტების მატარებელები არიან  პირდაპირი სამიზნე ჯგუფის წევრები, ყველა ორგანიზაციას კი საკუთარ ქვეყანაში აქვს მათთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. პროექტი არაპირდაპირი გზით ხელს შეუწყობს პარტნიორ ორგანიზაციებს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.

პროექტის მოსალოდენელი შედეგებია:
1. პარტნიორები მიერ სამუზნე ჯგუფებთან მუშაობის შედეგად ერთობლივი მეთოდოლოგიისა და მიდგომების შემუშავება;
2. საუკეთესო გამოცდილებებისა და მაგალითების ერთობლივი ბუკლეტის  დაბეჭდვა. იგი  ასევე, ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის ონლაინ და უფასოდ პროექტის პარტნიორების ვებ-გვერდებზე.  

სუიტის ფონდი, როგორც  წამყვანი პარტნიორი ორგანიზაცია,  პროექტის მიმდინარეობასა და მისი აქტივობების იმპლემეტაციას გაუწევს ზედამხედველობას. ასევე, თითოეულ პარტნიორ ორგანიზაციას ეყოლება ადგილობრივი პროექტის მენეჯმეტის ჯგუფი. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული და შესაძლო მიზნების მიღწევის საკითხები უნდა განიხილოს პარტნიორებთან ერთად ტრანსნაციონალური პროექტის შეხვედრების საშუალებით.
პროექტის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო მასალა და ჩატარებული სემინარები დაეხმარება აკმ - ს მატარებლებს, ხოლო პროექტი არაპირდაპირი გზით ხელს შეუწყობს პარტნიორ ორგანიზაციებს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.  ასევე, გათვალისწინებულია ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა აქტივობები, რომელშიც შედის ადგილობრივი სემინარები პარტნიორ ქვეყნებში, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტის შედეგები ფართო საზოგადოებისთვის. ამასთანავე, დაგეგმილია სოციალური მედიის (Facebook) და პარტნიორების ვებ-გვერდების გამოყენება პროექტის მიღწევებისა და შექმნილი მასალების გასაზიარებლად

.

 

The programme in progress since 1996

ENG

 

პროექტის ბროშურა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კარგი მაგალითები

 

პარტნიორი ორგანიზაციების პრეზენტაციები:

Ethnic Culture Centre Suiti Foundation (ლატვია)

Kihnu Cultural Space Foundation (ესტონეთი)

 NGO Setomaa Tourism (ესტონეთი)

ICTM National Committee of Macedonia (ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა)

Georgian Arts and Culture Center (საქართველო)

UNIVERSITA DEGLI STUDI DI CAGLIARI (იტალია)

GackoPucko Otvoreno Uciliste Otocac (ხორვატია)

Munícipio de Idanha-a-Nova (პორტუგალია)

 

 

საქართველო, თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქ. 7; ტელ.:995 32 931335; ელ.ფოსტა: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center